16 აპრილი 2024,   10:26
ვრცლად
ვაგრძელებთ საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებებს და ზეწოლას ქართველი ექიმის გასათავისუფლებლად - კარლ ჰარცელი

"უკანონოდ დაკავებული ექიმი მორიგი მსხვერპლია," - ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის საქმეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი გამოეხმაურა.

ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაატყვევა, ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება. 

"უკანონოდ დაკავებული ექიმი მორიგი მსხვერპლია. გამყოფი ხაზის გასწვრივ დაძაბული და რთული ვითარებაა. ჩვენ ვაგრძელებთ მათზე ზეწოლას იმისთვის, რომ გამშვები პუნქტები გაიხსნას. მათი გახსნა მნიშვნელოვანია იქ არსებული ჰუმანიტარული და პოლიტიკური სიტუაციის გამო. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს და ზეწოლას, რათა გათავისუფლდეს დაკავებული ექიმი. ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მე-13 დღეა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შუამდგომლობით, ოჯახმა ექიმს ჩრდილოეთ ოსეთში მომუშავე უფლებადამცველი აუყვანა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები