კონგრესში მეორე კვირაა ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ საჯარო მოსმენები გრძელდება.
ჩვენება მისცა ევროკავშირში შტატების ელჩმა გორდონ სონდლენდმა.
ელჩმა ბოლო მოსმენაზე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლა პრეზიდენტ ტრამპის პირდაპირი მითითებით ხორციელდებოდა.
დონალდ ტრამპმა კონგრესში მის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესს თაღლითობა და სირცხვილი უწოდა.