მეხანძრეები ავსტრალიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან.
ვიქტორიის შტატსა და სიდნეიში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. ცეცხლის გავრცელების საშიშროება უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს.
სტიქიის ზონის მახლობლად ქალაქებში ძლიერი დაკვამლიანებაა. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.