18 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
გიორგი ვოლსკი დარწმუნებულია, რომ დიმიტრი ხუნდაძე კანონის და პოლიტიკური დაპირისპირების ფარგლებში დარჩება

“დარწმუნებული ვარ, დიმიტრი ხუნდაძე დარჩება კანონის და პოლიტიკური დაპირისპირების ფარგლებში,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა  გიორგი ვოლსკიმ. 

ვოლსკი არ ეთანხმება დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას და ამბობს, რომ მაჟორიტარული სისტემა დემოკრატიის გასაძლიერებლად წარმატებული მოდელია, თუმცა საქართველოსთვის დღეს ეს სისტემა შესაბამისი არ არის და ამისთვის გარკვეული გზის გავლა მოუწევს. 

“დარწმუნებული ვარ, რომ დიმიტრი ხუნდაძე არ გადავა ძალისმიერ მეთოდებზე ბრძოლის და დარჩება კანონის და პოლიტიკური დაპირისპირების ფარგლებში. მაჟორიტარული სისტემა არის საკმაოდ წარმატებული დემოკრატიის გასაძლიერებლად, მაგრამ ეს გარკვეულმა ტრადიციამ მოიტანა, რომლის გასავლელად გარკვეული ისტორია სჭირდება საქართველოს, პატარა ქვეყანას, ბევრი გამოწვევებით,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები