07 დეკემბერი 2019,   21:07
ვრცლად
სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის ბრალდებები აბსურდულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის ბრალდებები ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ აბსურდულია. ამის შესახებ სუს-ში "რუსთავი 2 -ს" განუცხადეს. 

"საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდების შემადგენელ ნაწილს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. 

საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გატარებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლება.
 
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები