20 აპრილი 2024,   10:55
ვრცლად
მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა ივანიშვილის სახლის ღობეზე ნაგვის ურნა დააბოქლომეს

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიზნესცენტრთან გამართულ აქციაზე დემონსტრანტებმა ბიძინა ივანიშვილის სახლის ღობეზე ნაგვის ურნა დააბოქლომეს.

აქციის მონაწილეებმა მანამდე დეპუტატების სურათები დახიეს და ნაგვის ურნაში ჩაყარეს. მათი თქმით, ხელისუფლების მიმართ პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს.

თავდაპირველად აქტივისტები ბოქლომის დადებას ივანიშვილის ბიზნესცენტრის ჭიშკარზე ცდილობდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ  ამის საშუალება არ მისცა. 

დღის ამბები