13 დეკემბერი 2019,   14:00
ვრცლად
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა გურამ მაჭარაშვილმა დაიკავოს

ვინ დაიკავებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას - გიორგი კახიანი, შესაძლოა, გურამ მაჭარაშვილმა ჩაანაცვლოს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გურამ მაჭარაშვილის კანდიდატურა იმ შემთხვევაში მოიაზრება თუ გიორგი კახიანს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე დანიშნავენ, რომელიც ამჟამად კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.

საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების მიზნით "ქართულ ოცნებაში" კონსულტაციები მიმდინარეობს. უმრავლესობას ორი ვიცე-სპიკერისა და რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეს დასახელებისთვის ერთკვირიანი ვადა აქვს. არსებული ინფორმაციით, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გიორგი კახიანის კანდიდატურაც განიხილება.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა, რომელთა შორისაც ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური არიან.

დღის ამბები