13 დეკემბერი 2019,   13:58
ვრცლად
"სუფთა ხელებით და სუფთა წარსულით" - ქუთაისის მერიასთან სამოქალაქო მოძრაობების წევრებმა და სტუდენტებმა აქცია გამართეს

"სუფთა ხელებით და სუფთა წარსულით" - ამ დევიზით ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა. სამოქალაქო მოძრაობების წევრებმა და სტუდენტებმა მერიასთან სუფთა ფურცლები მიიტანეს.

აქცია-პერფორმანსის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების წევრები ახალგაზრდების პროტესტის მარგინალიზაციას გამიზნულად ახდენენ.

"მიზანმიმართულად ახდენენ ჩვენს მარგინაზლიაციას, რომ არ გაგრძელდეს პროტესტი. სირცხვილია, ჩვენ გვიწოდებენ ცუდი წარსულის ადამიანებს. ჩვენ არ ვართ სისხლის მსმელები, ვართ სტუდენტები და ვიბრძვით უკეთესი მომავლისთვის, მოგვეცით გამოხატვის თავისუფლება და ნუ გვიწყობთ პროვოკაციებს," - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქციის მსვლელობის დროს სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. რამდენიმე მოქალაქემ აქციის მონაწილეებს მართული და "ნაციონალების" მხარდამჭერები უწოდეს, რასაც მათი მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

დემონსტრანტებმა აქციების დროს დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს და იმ ადამიანების გვარები ამოიკითხეს, რომლებმაც მათი თქმით, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ჩაშლის მიზნით, გუშინ პროვოკაცია მოაწყვეს.

სტუდენტები და სამოქალაქო მოძრაობების წევრები აქციების გაგრძელებას მომავალშიც გეგმავენ.

დღის ამბები