სირიის ქალაქ იდლიბში სარაკეტო თავდასხმას 22 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა, მათ შორის 10 ბავშვი და 3 ქალია. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სირიის უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, რაკეტები რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ასადის არმიამ გაუშვა და ისინი დევნილთა ბანაკს მოხვდა. სირია-თურქეთის საზღვარზე ქალაქ იდლიბთან რამდენიმე დღეა ასადის არმიასა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს.