19 აპრილი 2024,   13:08
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობა მარწმუნებდა, რომ საარჩევნო რეფორმა გავიდოდა - USAID-ის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი

USAID-ის დირექტორის მოადგილე,  ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ბროკ ბირმანი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნას კრიტიკულად აფასებს. როგორც ბირმანი twitter-ზე წერს, საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობა მას არწმუნებდა, რომ  პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდებოდა:

"სექტემბერში თბილისში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობა მარწმუნებდა,რომ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმა გავიდოდა. "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა თავისი საჯაროდ აღებული ვალდებულება, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ არჩევნებზე გადავიდოდა.  ეს რეფორმა და პოლიტიკური პლურალიზმი ახლა უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია,"- წერს ბროკ ბირმანი და 10 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

დღის ამბები