20 აპრილი 2024,   16:36
ვრცლად
მოძრაობა "შეცვალეს" დაკავებულ აქტივისტებს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ

"ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ, რის შემდეგაც სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე იმსჯელებს.

დაკავებულები გვიან ღამით ადვოკატებმა მოინახულეს. უფლებადამცველებთან ერთად სამმართველოსთან იმყოფებოდნენ მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებიც. მათი შეფასებით, პოლიციას დაკავებებისთვის საფუძველი არ ჰქონდა.

"ყველა დაკავებულია გაყალბებული ბრალდებებით. მოლოდინებზე საუბარი რთულია, მაგრამ ასეთი ტიპის დაკავებები ამ ადამიანებს არ აჩერებს, ეს არის ყველაზე მთავარი ნიშანი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ქვეყნის მმართველად დიდი ხანი ვეღარ დარჩება," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა.

მოძრაობა "შეცვალეს" წევრის მარიამ რიგვავას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მათ მოძრაობას ფაქტობრივად ომი გამოუცხადა:

"ჩვენ ამით არ შევშინდებით, ბრძოლას არ შევწყვეტთ,"- აცხადებს მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი.

დღის ამბები