20 აპრილი 2024,   01:49
ვრცლად
პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ - ექსპერტების შეფასებით, პრემიერის ინიციატივა ბახტაძის მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომის აღიარებაა

აღიარა თუ არა შეცდომა მთავრობამ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარის შეცვლით? პრემიერ-მინისტრის მიერ გახმაურებულ ინიციატივას ექსპერტთა ნაწილი დადებითად აფასებს, თუმცა კითხვები კვლავ რჩება.

ეკონომიკური ანალიტიკოსები თვლიან, რომ ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ ძველი რეგულაცია არაეფექტური იყო, ხოლო პასუხისმგებელი პირებისგან პასუხიც მოითხოვოს და დაისაჯონ. მთავრობის სხდომაზე ინიციატივის მიზეზად ეკონომიკური ზრდის დაჩქარება დასახელდა.

პაატა შეშელიძე "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტმა აღნიშნავს, რომ სესხების აღების ვალუტა ლარის კურსთან პირდაპირ კავშირში არ არის. 

"გარჩევა 100 ჯობია თუ 200 არ არის საქმე, მთავარი ის არის, მათ აქვს ამის უფლება, თუ არ აქვთ, ეს არის კორუფციის საგანი. იყო საპირისპირო ინიციატივა და მას ჰყავდა ავტორები, მაშინ ის ავტორები უნდა შევინარჩუნოთ ისევ ფული გადავუხადოთ და თავზე ხელი გადავუსვათ? არა ეგრე არ გამოვა," – განაცხადა პაატა შეშელიძემ.

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ ის შეზღუდვები, რაც მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის დროს, მის მიერ იყო საბანკო სექტორში დაწესებული, ახლა გიორგი გახარია ცდილობს შეამსუბუქოს.

"მე მგონი კარგი იქნებოდა, რომ საერთოდ კიდევ უფრო ლიბერალიზირებული ყოფილიყო საკრედიტო ბაზარი ამ სიტუაციაში, როცა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დაბალია," - აცხადებს გიგა ბედინეიშვილი

რამდენად იმოქმედებს ცვლილება ლარის კურსის სტაბილურობაზე რთული სათქმელია - ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება თითქმის 2, 98 თეთრია.

დღის ამბები