19 აპრილი 2024,   10:42
ვრცლად
მდუმარე დეპუტატი და გაფლანგული თანხები - რაში მიიღო ენზელ მკოიანმა ბიუჯეტიდან 110 ათასი ლარი 

მდუმარე დეპუტატი, რომელიც საკუთარ მოვალეობას პრაქტიკულად არ ასრულებს - ენზელ მკოიანით, რომელიც უკვე 20 წელია საქართველოს პარლამენტის დეპუტატია "ფლანგვის დეტექტორი" დაინტერესდა.

ენზელ მკოიანი ერთ-ერთი მაჟორიტარია, ვინც გასულ კვირას მხარი არ დაუჭირა პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას. მანამდე არსებული არაერთი ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ მკოიანი 2017-2018 წლებში პარლამენტში არც სიტყვით გამოსულა და არანაირი ინიციატივა არ წარმოუდგენია - მიუხედავად ამისა სწორედ ამ პერიოდში მან მდუმარებისთვის ბიუჯეტიდან 110 ათასი ლარი მიიღო. "კურიერი" შეეცადა დეპუტატისგან საპასუხო კომენტარი მიეღო, თუმცა უშედეგოდ.

"ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარის განცხადებით, ენზელ მკოიანი არ ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებას და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით თავისი აზრის დაფიქსირებაზე უარს აცხადებს.

"არ ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებებს, არ აფიქსირებს საკუთარ აზრს, არ უსვამს კითხვას, შესაბამისად ნებისმიერი რაოდენობის თანხა, რომელსაც ის იღებს ბიუჯეტიდან - არის ფლანგვა, რადგან უარს ამბობს საკუთარი მდუმარებით ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე არ უჩნდება კითხვები," - სალომე კვირიკაშვილი

დღის ამბები