24 აპრილი 2024,   22:45
ვრცლად
ზვიად კუპრავამ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

ზვიად კუპრავა თავისუფალია. "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კუპრავას თავისუფლების 9 თვის ვადით აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

ზვიად კუპრავა 24 თებერვალს დააკავეს, მიზეზად კი ის დასახელდა, რომ სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს, რის გამოც აღნიშნული ქმედებისთვის მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) წარედგინა ბრალი. კუპრავას დაკავების სანქცია სასამართლომ 21 თებერვალს გასცა, როდესაც მას აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით შეუცვალა.

დღის ამბები