25 აპრილი 2024,   13:10
ვრცლად
"მეცოცხეებო ვერ დაბრუნდებით" - ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დაბოქლომება ვერ მოხერხდა

ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დაბოქლომება ვერ მოხერხდა. დაპირისპირება ქუთაისის მაჟოროტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის ბიუროს "დაბოქლომების" მცდელობას მოჰყვა.

საკრებულოს დეპუტატებმა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ოპოზიციის დეპუტატებს ბიუროს დაბოქლომების უფლება არ მისცეს. მათი თქმით, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებას არ დაუშვებენ.

"მეცოცხეებო ვერ დაბრუნდებით" - აცხადებდნენ "ოცნების" მხარდამჭერები.

მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ოპოზიცია დესტრუქციული ქმედებით სიტუაციის არევას ცდილობს, რის უფლებასაც არ მისცემენ. დიმიტრი მხეიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბიუროს დაბოქლომება დაანონსდა, მოქალაქეები მერიასთან მივიდნენ, რადგან ოპოზიციისთვის გეგმის განხორციელების უფლება არ მიეცათ.

დაპირისპირების შემდეგ დიმიტრი მხეიძე ოპოზიციის წევრებს კაბინეტში შეხვდა, რის შემდეგაც ოპოზიციამ განაცხადა, რომ ბოქლომს სიმბოლურად მშვიდ სიტუაციაში დაადებენ.

დღის ამბები