20 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
იმის დასადასტურებლად, რომ კომოს ტბაზე არ იმყოფება, არჩილ თალაკვაძემ ვიდეომიმართვა პარლამენტიდან გაავრცელა

არჩილ თალაკვაძის თქმით, მედიაში პოლიტიზირებული და მიკერძოებული ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის იტალიაში, კომოს ტბაზე დასასვენებლად იმყოფებოდა. 

თალაკვაძის განცხადებით, ის საქართველოშია და ამის დასადასტურებლად პარლამენტის თავმჯდომარემ ვიდეომიმართვა პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან, თავის სამუშაო კაბინეტიდან გაავრცელა:

"როგორც ხედავთ მე ახლა ვარ საქართველოს პარლამენტში და მაქვს ჩვეულებრივი სამუშაო დღე," -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები