რეგიონებში სიმბოლური აქციები სახელწოდებით - დაგაბოქლომებთ გაიმართა. ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების "დაბოქლომება" გურიაში, სამეგრელოში და აჭარაში სცადეს, თუმცა ადგილზე მისულებს სამართალდამცველები დახვდნენ.
განსაკუთრებული ხმაური იყო ოზურგეთში არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან. თალაკვაძის ბიუროსთან მობილიზებულმა საპატრულო და დაცვის პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. დაპირისპირების შედეგად ევროპული საქართველოს წევრებს არჩილ თალაკვაძის ბიურო ძალით დაატოვებინეს.
შენობის დატოვების შემდეგ ევროპული საქართველოს წევრებმა არჩილ თალაკვაძის ბიუროს კიბე დაიკავეს. მათი თქმით მოთხოვნა უცვლელია და ითხოვენ მმართველმა გუნდმა დაპირება შეასრულოს და საარჩევნო სისტემა შეცვალოს. არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან შეკრებილებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ "ცოცხების მთავრობა" უწოდა.
განვითარებულ პროცესებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა:
"სცადეს თავისი ბოქლომის დადება, როგორც ხედავთ ბოქლომის იქით ვერ მიდის ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალის აზროვნება და მათი პოლიტიკური ხედვა, რაც სამწუხაროა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძე
საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული ჩაქვში,აჭარის უმაღლესი საბჭოს შესასვლელთანაც, აქაც ნაციონალური მოძრაობა უმაღლესი საბჭოს ცენტრალური შესასვლელის "დაბოქლომებას" აპირებდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერებიც.
ქართულო ოცნების მაჟორიტარი გელა სამხარაულის და ირაკლი სესიაშვილის კაბინეტის "დაბოქლომებას" შეეცადნენ თელავშიც. თუმცა როგორც ევროპული საქართველოს წევრმა ლელა მენთეშაშვილმა სამართალდამცავების სიმრავლის გამო შენობაში შესვლა ვერ შეძლო.
ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების "დაბოქლომებას" ოპოზიცია მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა რაიონში შეეცდება.
ავტორი: ქეთი ზანთარაია