20 აპრილი 2024,   14:46
ვრცლად
"ოცნების" ოფისთან აქციაზე დაკავებული 4 პირის საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა გვანცა საკანელაშვილმა 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა ნაწილისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანა.

ჯერჯერობით უცნობია სასჯელის რა ზომას გამოიყენებს მოსამართლე იმ 4 პირის მიმართ, რომლებიც გუშინ "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ტექნიკური საკითხები დაზუსტებული ჯერ არ არის, თუმცა როგორც საქალაქო სასამართლოში აცხადებენ სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს შედგება.

შეგახსენებთ, რომ დაკავებული არის 4 პირი, მათ ბრალი ადმინისტრაციული მუხლებით აქვთ წარდგენილი, მათ შორის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მითითებების დაუმორჩილებლობა და წვრილმან ხულიგნობას. დაკავებულები მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები არიან.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, კანონს არ არღვევენ, თუმცა მათ აქტივისტებს მაინც იჭერენ. ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად გატყდება.

"მუდმივი არაფერი არ არის, მინდა ეს ყველამ იცოდეს და არც ბიძინა ივანიშვილი არ არის მუდმივი და არ იქნება ამ ქვეყანაზე," - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

დაკავებულების მხარდასაჭერად ასევე მოვიდა ზვიად კუპრავა მოვიდა, რომელმაც საპატიმრო დაწესებულება სულ რამდენიმე საათის წინ დატოვა. ზვიად კუპრავამ განმარტა, რომ ის დღეიდანვე აქტიურად ჩაერთვება როგორც დაკავებულების მხარდაჭერის პროცესში, ასევე აქტიურ საპროტესტო მოქმედებებშიც.

"ამჯერად სასამართლოში ვარ იმ ბიჭების მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსაცხადებლად, რომლებიც ნამდვილად პოლიტ პატიმრები არიან,"  - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

აქტივისტების დაკავებას კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის (CIMG) დამფუძნებელი და დირექტორი უკანონოს უწოდებს. გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ცხადია ეს ადამიანები უდანაშაულონი არიან, თუმცა იმის იმედი, რომ სასამართლო აქტივისტების უკანონო დაკავებას გაითვალისწინებს არ აქვს.

დღის ამბები