25 აპრილი 2024,   01:36
ვრცლად
შინაგანი რწმენა მეუბნებოდა, რომ მხარი არ უნდა დამეჭირა - შოთა ხაბარელი პროპორციულ სისტემაზე

საპარლამენტო თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც "ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო.

"თავი შევიკავე და არ დავუჭირე მხარი, რადგან შინაგანი რწმენა მეუბნებოდა ამას, მანამდე გუნდურ გადაწყვეტილებას ვემხრობოდი," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა შოთა ხაბარელმა განაცხადა.

შოთა ხაბარელი დიმიტრი ხუნდაძის ახალი ინიციატივის კონსულტაციებში ჩართვასაც აპირებს. 

"ქართული ოცნების" წევრმა შოთა ხაბარელი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობვაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხსაც შეეხო.

შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. КГБ-ს მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერები გამოძების საქმეა. 

მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლებას პასუხისმგებლობას აკისრებს საპარლამენტო ოპოზიცია და ასევე მათ უერთდებიან დამოუკიდებელი დეპუტატებიც. ისინი გამოეხმაურნენ დიმიტრი ხუნდაძის ახალ ინიციატივას.

პარლამენტის წევრი, გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" პარლამენტის სრულად მაჟორიტარებად დაკომპლექტების წესს შემოიღებს, ქვეყანა კომუნისტურ რეჟიმში დაბრუნდება.

"რაიონებს მიუჩენენ პატარა ფეოდალებს, იმათ გადაუგდებენ სახრავად იმას, რომ მათი ნათესავები დაინიშნებიან ვთქვათ სკოლის დირექტორებად ან რაღაც თანამდებობებზე საკრებულოებში შეიყვანენ, პატარა კლანს შეუქმნიან, მაგრამ ამის სანაცვლოდ აიძულებენ პარლამენტში ანტი ეროვნული გადაწყვეტილებები მიიღონ," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის წევრი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ აქტივისტების მხრიდან გამართული აქციები და კრიტიკა, რომელიც მათგან მოდის ხელისუფლებამ დაიმსახურა.

დღის ამბები