25 აპრილი 2024,   10:13
ვრცლად
მასშტაბური საპროტესტო აქციები კოლუმბიაში - პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

კოლუმბიაში მასშტაბური საპროტესტო აქციებია. ბოგოტას ცენტრში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა.

პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. არეულობის დროს სამართალდამცველებმა 22 პირი დააკავეს. ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ანტისამთავრობო აქციაზე 200 ათასზე მეტი დემონსტრანტი, მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას აპროტესტებდა. 

დღის ამბები