ხმაური იყო ბათუმის მერიასთან. აქციის მონაწილეები მერიის დაბოქლომებას ცდილობდნენ.
ადგილზე, მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა ბათუმის მაჟორიტარი, მუხრან ვახტანგაძე. ის ამბობს, რომ არავის მისცემს მერიის შენობის დაბოქლომების უფლებას.
მერიის თანამშრომლების თქმით, შენობაში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, ჯელალ ქიქავა შევიდა, ხმაური ატეხა და შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია, რის შემდეგაც ქიქავა პოლიციამ გამოიყვანა.
"აქ იმყოფებიან ჩემი მეგობრები, მოჭიდავეები, რომლებსაც ბევრი რამე გაუკეთებიათ ქვეყნისთვის, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, შენობაზე ბოქლომი ჩამოკიდოს, აქ არის ჩემი სამაჟორიტარო ბიურო, ვინც მოიტანს ბოქლომს მიიღებს საკადრის პასუხს, ერთმა გამოიარა, მაგის გვარის დასახელებასაც ვერ ვიკადრებ და მიიღო საკადრისი პასუხი"-ამბობს მუხრან ვახტანგაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯელალ ქიქავა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს.