23 აპრილი 2024,   21:17
ვრცლად
როგორც ხედავთ, ვარ საქართველოს პარლამენტში, მაქვს ჩვეულებრივი სამუშაო დღე - არჩილ თალაკვაძე

როგორც ხედავთ, მე ვარ საქართველოს პარლამენტში, მაქვს ჩვეულებრივი სამუშაო დღე  - პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ის საზღვარგარეთ, დასასვენებლად იმყოფება.

თალაკვაძის თქმით, პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას და დღის წესრიგში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი დგას განსახილველად. 

“თითქოს მე ახლა ვიმყოფები იტალიაში, ტბაზე დასასვენებლად, სინამდვილეში, როგორც ხედავთ, მე ვარ საქართველოს პარლამენტში, დილის 09:00 საათიდან მაქვს ჩვეულებრივი სამუშაო დღე, პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას. დღის წესრიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი თემები, ეს არის მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელიც ათასობით ჩვენს მოქალაქეს გაუმარტივებს მიწის რეგისტრაციას. ეს არის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, ეს არის 2020 წლის ბიუჯეტი, სადაც ჩადებულია  ხელფასების ზრდა ექიმებისთვის, პედაგოგებისთვის, პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის, მათთან გათანაბრებული პირების. ჩადებული არის პენსიების ზრდა ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძემ.

 

დღის ამბები