25 აპრილი 2024,   19:08
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი აქციის ფონზე მიმდინარეობს

აჭარის საზოგადოებრივი რადიოს შენობასთან ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივა" აქციას მართავს.

ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსს ეხმაურებიან და მრჩეველთა საბჭოს მოუწოდებენ, არ აირჩიონ ხელისუფლების მიერ მართული კანდიდატი.

აქციის ორგანიზატორების თქმით, არსებობს საფრთხე, რომ აჭარის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლების გავლენების ქვეშ მოექცეს.

აქციაზე შეკრებილებს ტელევიზიის თანამშრომელი ნანა ახვლედიანი დაუპირისპირდა. ახვლედიანის თქმით, კონკურსის მიმდინარეობის პარალელურად მსგავსი აქციის გამართვა გავლენას ახდენს მრჩეველთა საბჭოს წევრებზე.

საბჭოს შემადგენლობამ არჩევანი 9 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. კანდიდატებს შორის ტელევიზიის თანამშრომლებიც არიან.

აჭარის ტელევიზიის დირექტორობა სურს გიორგი კოხრეიძესაც, რომლის საჩივრის საფუძველზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ მეოთხე კონკურსი შეაჩერა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი 18 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.

დღის ამბები