25 აპრილი 2024,   20:20
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდეს.

როგორც “კურიერს” რესპონდენტები უყვებიან, ამ დროისთვის შესაძლებელია ე.წ. საზღვრით სამეგრელოდან აფხაზეთში გადასვლა, თუმცა, ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქალაქეები ვეღარ გადმოდიან. მათივე ცნობით, შეზღუდვა დღეს დაწესდა, თუმცა არ არის ცნობილი, რამდენ ხანს გაგრძელდება პროცესი.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვის მიზეზი.

 “კურიერის” ინფორმაციით, შესაძლოა, ფაქტი სოხუმში დღეს მომხდარ მკვლელობას უკავშირდებოდეს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზზე, უკანონო შეზღუდვების დაწესებას ცხელი ხაზის მეშვეობით, არ ადასტურებენ.

დღის ამბები