20 აპრილი 2024,   12:58
ვრცლად
აქციის დაშლის დროს დაკავებული ლუკა ჭიჭინაძე 5-დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

18 ნოემბერს აქციის დაშლის შედეგად დაკავებული ლუკა ჭიჭინაძე 5 დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

როგორც ლუკა ჭიჭინაძემ  "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ უკანონოდ ჰქონდა 5 დღის განმავლობაში პატიმრობა მისჯილი, გაჩერებას არ აპირებს და ორშაბათს დაანონსებულ აქციას შეუერთდება

"5 დღე გავატარე უკანონო პატიმრობაში, რეალურად ეგონათ, რომ ეს ჩვენთვის შემაკავებელი და შემაშინებელი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ გამოვედი პატიმრობიდან არ შევწყვეტ ბრძოლას პროპორციული არჩევნებისთვის, რომელიც სისხლის ფასად მოვიპოვეთ. დავდგებით ყველა იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ამ მოთხოვნას უერთდება," - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

აქციის დაშლისას დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული საქმე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულია.

როგორც ადვოკატმა "კურიერთან" საუბრისას აღნიშნა, აქვს მოლოდინ,ი რომ ზემდგომი ინსტანცია დაკავებულების გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

"მივიჩნევთ, რომ ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს სწორად მიუდგება ამ საკითხების განხილვას და აღარ გააგრძელებს იმ ტრადიციას, რაც წლების განმავლობაში  გრძელდებოდა აქციაზე დაკავებული პირების მიმართ. ფაქტია, რომ ამ ადამიანების მიმართ სასამართლო სამართლიანად არ მოქმედებს," - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები