25 აპრილი 2024,   06:21
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისში ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარი დეპუტატების შეხვედრა გაიმართება

"ქართული ოცნების" ოფისში ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარი დეპუტატების შეხვედრა გაიმართება. სავარაუდოდ, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა იქნება.

ხუნდაძის ინიციატივა  სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

ინიციატივის გაჟღერებისას დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ თანამოაზრე  მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანამ ამ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის არჩევნებისთვის უნდა შეძლოს.

მმართველი გუნდის წევრები კი აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ინციატივის შესახებ გუნდში მსჯელობა აუცილებელია. 

დღის ამბები