20 აპრილი 2024,   05:54
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილს "ოცნების" ოფისში ე.წ. ამბოხებული დეპუტატები ხვდებიან

"ქართული ოცნების" ოფისში ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარები და დეპუტატები იკრიბებიან.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრას სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

ხუნდაძის განმარტებით, ის შეეცდება გუნდი საკუთარი ინიციატივის სისწორეში დაარწმუნოს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად მაჟორიტარული წესით ჩატარებას ითვალისწინებს.

ხუნდაძის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის ინიციატივასაც განიხილავენ. აკაკი ზოიძის ინიციატივა 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითვალისწინებს.

"დავაყენეთ საკითხი, რომ სრულად გადავიდეთ მაჟორიტარულ სისტემაზე 2020 წლისათვის. განსხვავებული პოზიცია აქვს პარტიის ლიდერს და პოლიტიკურ ლიდერებსაც. უმრავლესობაშიც არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. კაკი ზოიძემაც წამოძრა ინიციატივა. სწორედ ამ საკითხებთან დაკავსირებით დრეს შედგება შეხვედრა უმრავესობის ლიდერებთან. მე როგორც ვიცი, ბატონი ბიძინაც დაესწრება შეხვედრას," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრი უკვე შევიდა. მათ მედიასთან კომენტარი შეხვედრის დაწყებამდე არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები