20 აპრილი 2024,   13:20
ვრცლად
შავ ზღვაში ცხვრებით სავსე გემი გადაბრუნდა

შავ ზღვაში რუმინეთის სანაპიროსთან ცხვრებით სავსე გემი გადაბრუნდა. ბორტზე ეკიპაჟის 22 წევრი და 14 ათასი ცხვარი იყო.

მაშველებმა გემზე მყოფი სირიის 22-ივე მოქალაქე გადაარჩინეს, ცხოველების ძირითადი ნაწილი კი წყალში დაიხრჩო.

ცხვრების გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში პოლიციელები, მაშველები და რუმინეთის სანაპირო დაცვაა ჩართული.

პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემი საუდის არაბეთისკენ მიემართებოდა. 

დღის ამბები