25 აპრილი 2024,   08:29
ვრცლად
გავრცელებული ინფორმაციით, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი სცემეს

გავრცელებული ინფორმაციით ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია სცემეს. ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

მათი განმარტებით, ქალაქის მერი ამჟამად ზუგდიდში საქმიან შეხვედრაზე იმყოფება. ფაქტს უარყოფენ მერიის სხვა თანამშრომლებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში ცემის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ შესულა.

დღის ამბები