18 აპრილი 2024,   13:35
ვრცლად
"ხალხი ამბობს - საქართველო პუტინის ყაზარმა არ იქნება" - ნუგზარ წიკლაური

"როცა დაკეტილია ყველა დემოკრატიული შესაძლებლობა, ხალხის ძალით უნდა მივაღებინოთ ხელისუფლებას გადაწყვეტილებები," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

წიკლაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის დაკვეთას არ შეასრულებს და ევროპული გზით განვითარებას გააგრძელებს.

"ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, არსებობს ზღვარი, რომლის შემდეგ მოთმინება აღარ არის ღირსება. ამის ატანა უბრალოდ შეუძლებელია. ყველაზე წმინდა, რაც კი არსებობს ქვეყანაში, არის საარჩევნო უფლება, ჩვენი უფლება, ისე ვმართოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ჩვენ გვსურს. აი, ეს უფლებაა ახლა შელახული.

მე მიმაჩნია, რომ ეს გამოსვლები არის მხოლოდ დასაწყისი ძალიან მასშტაბური პროტესტის, რომელიც საბოლოო ჯამში გამარჯვებამდე მიგვიყვანს. 

მიზანი არის ის, რომ მაშინ, როცა დაკეტილია ყველა დემოკრატიული შესაძლებლობა, მივმართოთ ყველაზე უფრო მაღალდემოკრატიულ უფლებას, ჩვენს ხალხს, რომ ხალხის ძალით მივაღებინოთ ხელისუფლებას გადაწყვეტილებები. ხელისუფლება საზრდოობს ხალხით, ხალხი აძლევს მას ლეგიტიმაციას, მაგრამ თუ ის ატყუებს ხალხს, ხალხისგანვე მიიღებს პროტესტს. ჩვენ ახლა ვუყურებთ ამას, რომ ქართველი ხალხი ამბობს - საქართველო პუტინის ყაზარმა არ იქნება, საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ვითარდება ევროპული გზით და ამას ვერ დავთმობთ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი კაცი, დავალებული რუსეთისაგან დღეს ძალადობს საქართველოზე,"- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები