18 აპრილი 2024,   04:38
ვრცლად
"ხატთმებრძოლეობა კაცობრიობამ VIII საუკუნეში ჩააბარა წარსულს" - ირაკლი კობახიძე "გირჩის" პერფორმანსზე

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე "გირჩის" წარმომადგენლების მიერ გამართულ აქცია-პერფორმანსს ეხმაურება.

უმრავლესობის წევრი აქციის მონაწილეების მიერ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ივანიშვილის გამოსახულებიანი ხატებით მისვლას აკრიტიკებს.

განცხადება ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

"ხატთმებრძოლეობა კაცობრიობამ VIII საუკუნეში ჩააბარა წარსულს. ქართული ოპოზიცია ლიბერალიზმის სახელით XXI საუკუნეში VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი!!!" - წერს ირაკლი კობახიძე facebook გვერდზე. 

დღის ამბები