29 თებერვალი 2020,   17:41
ვრცლად
3 დაჭრილი და 1 დაღუპული - პანკისის ხეობაში შელაპარაკება ჰესის მშენებლობის გამო დაიწყო

პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა 3. ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე ტყვიით დღეს მოკლეს.

დაჭრილები ამ წუთებში თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ადგილობრივების ინფორმაციით, მიზეზი ჰესის მშენებლობა გახდა. 

თანასოფლელებს შორის დავა “ხადორი3 “-ის  საკითხზე დაიწყო-უნდა აშენდეს თუ არა პანკისში ჰიდროელექტროსადგური.

ოჯახების ნაწილი გადაწყვეტილებას ეთანხმება, ნაწილი არა. მოსახლეობის ინფორმაციით, კონფლიქტიც სწორედ განსხვავებული პოზიციების გამო მოხდა.

მოსახლეობის პერმანენტული და მწვავე საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, “ხადორი3“ -ის მშენებლობა 21 აპრილს შეჩერდა.

გაზაფხულზე ვითარება რეგიონში ჰესის გამო იმდენად დაიძაბა, რომ სოფელში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზაცია გახდა საჭირო.

7 თვიანი პაუზის შემდეგ კი, რამდენიმე კვირის წინ, სამშენებლო კომპანია ,,ფერი" სამუშაოების განახლებაზე ალაპარაკდა და ადგილობრივებთან კონსულტაციები დაიწყო.

ავტორი:ნათია წითელაური

დღის ამბები