23 აპრილი 2024,   11:36
ვრცლად
შავი პარასკევი "ქართული ოცნებისთვის" - პარლამენტის პიკეტირება თბილისის ცენტრში დილის 10 საათიდან განახლდება

შავი პარასკევი "ქართული ოცნებისთვის" - პარლამენტის პიკეტირება თბილისის ცენტრში დილის 10 საათიდან კვლავ განახლდება. გუშინდელის მსგავსად დაგეგმილია დეპუტატებისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობაც. 12 საათზე საკანონმდებლო ორგანოში სესია უნდა დაიწყოს, მანამდე კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა დანიშნული.

პარალელურად, აქციის ორგანიზატორები მასშტაბურ აქციას 9 დეკემბერს აანონსებენ, როცა საკანონმდებლო ორგანომ მოსამართლეთა საკითხზე უნდა იმსჯელოს.

"დაპირება მივეცით ხალხს, რომ თავს კომფორტულად არ ვაგრძნობინებდით ამ ადამიანებს, ვინც ცირკებს დგამენ პარლამენტში და სურთ დაგვარწმუნონ, რომ იქ კანონ-შემოქმედებით საქმიანობით არიან დაკავებულნი. ისინი არიან დაკავებულნი ბიძინასთვის ყმათა უმრავლესობის უზრუნველყოფით," - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი იმაზე დიდ აქციებს მიიღებს, ვიდრე ელოდა. ანა ჭარხალაშვილის განმარტებით, საპროტესტო აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა არ დასრულდება.

"გახარია არის დაწინაურებული, გავრილოვის პატიმრები ისევ ციხეში გვყავს და პროპორციული არჩევნებიც უკან აქვს წაღებული. იქნება პიკეტირება არა მხოლოდ ხვალ," - განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.

რაც შეეხება იმას, დააბრუნებს თუ არა პოლიცია დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მოხსნილ რკინის ბარიკადებს, ამ ეტაპისთვის უცნობია.

დღის ამბები