19 აპრილი 2024,   06:01
ვრცლად
განრიდება უკანონოა.. ვიფიქრებთ სამართლებრივ ნაბიჯებზე - გიორგი კანდელაკი

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი, რომელიც განრიდების შემდეგ აქციაზე ცოტა ხნის წინ მივიდა ამბობს, რომ არანაირი ინციდენტი არ მომხდარა იმისათვის, რომ სამართალდამცავებს ის განერიდებინათ.

როგორც გიორგი კანდელაკი აცხადებს, ამჟამად "ევროპული საქართველოს" 3 წევრია დაკავებული.

"მე ვიდექი ფურცელაძის ქუჩის კუთხეში, რა დროსაც დამიჭირეს, ფაქტობრივად. ავლაბარში მიმიყვანეს, განგარიდეთო. ჩვენ ვიფიქრებთ საერთოდ სამართლებრივ ნაბიჯებზეც იმიტომ, რომ ვითომ მათ ჰგონიათ, რომ რაღაც კანონიერია. ესეც უკანონოა, ცხადია. რა თქმა უნდა, უკანონოა, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ განრიდება შეიძლება მოხდეს, თუ მე მემუქრება რამე საფრთხე, ან რაღაც სტიქიური უბედურება, ან რაღაც ისეთი ხდება. არაფერი არ ხდებოდა საერთოდ.

ეს არის უკანონო და მათ შორის თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ მე ამ შემთხვევაში უფრო მაღელვებს ჩვენი 3 აქტივისტი, რომელიც ახლა ისევ დაკავებულები არიან კახეთის გზატკეცილზე," - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

 

დღის ამბები