24 აპრილი 2024,   07:04
ვრცლად
17 მილიონი ევრო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაუმჯობესებლად - EBRD-ის მორიგი დახმარება​ საქართველოს

საქართველოს 6 ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების მიზნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 17 მილიონი ევრო გამოყო.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა და კავკასიაში EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა. შეხვედრაზე მეორე მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის საფუძველზეც თბილისში, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას 80 მილიონი ევრო მოხმარდება.

"დავიწყეთ უკვე ჩანაცვლების პროგრამა, შემოყვანილი გვყავს 10 და 8 მეტრიანი ახალი ავტობუსები, ქალაქშიც იგრძნობა და ხედავს ამას საზოგადოება. დღევანდელი ხელშეკრულების თემა არის 80 მილიონი თანხის გამოყოფა, საიდანაც 65 მილიონი მოხმარდება დამატებითი, ახალი 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანას. ერთია არსებული პარკის ჩანაცვლება და მეორე, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება - ვამატებთ ავტობუსებს, რადგან გვაქვს უბნები რაიონებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები