24 აპრილი 2024,   06:03
ვრცლად
"კარგია, რომ ხალხის პროტესტი კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში გადაინაცვლებს" - გაეროს წარმომადგენელი 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების შესაძლებლობას დიპლომატები ეხმაურებიან.

როგორც გაეროს წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი აღნიშნავს, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრაზე ინფორმირებულია და მისი შეფასებით, მოლაპარაკების დაწყება კარგი ნაბიჯია.

"ინფორმირებული ვარ შეხვედრის შესახებ. არ ვიცი დეტალები თუმცა ის, რომ შეხვედრა   ოპოზიციასა და უმრავლესობას  შორის შედგება, უკვე კარგი ნიშანია.

ქუჩაში იყო პროტესტი. თუმცა ახლა დიალოგის დროა, თავის დროზე ხელისუფლის მხრიდან გაიცა დაპირება, რომელიც არ შესრულდა. ვფიქრობ შეხვედრას შედეგი ექნება. კარგია, რომ ხალხის პროტესტი კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში გადაინაცვლებს," - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

დღის ამბები