20 აპრილი 2024,   04:36
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" უნდა მიხვდნენ ერთ რამეს, მოემზადონ ოპოზიციაში გადასასვლელად - ალეკო ელისაშვილი  

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი მოდელი, რომელსაც ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნებისთვის სთავაზობენ, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია. აღნიშნული ინიციატივა ე.წ. გერმანულ მოდელზეა დაფუძნებული, თუმცა ქართულ რეალობასთან მორგებული.

"კარგია უფრო მეტად თუ გააცნობიერებენ, რომ ეს არის ბოლო შესაძლებლობა და ბოლო ალტერნატივა, ეს გერმანული მოდელის ქართული მოდიფიცირებული ვერსიაა, რომელზეც უნდა დათანხმდნენ. "ქართულ ოცნებაში" უნდა მიხვდნენ ერთ რამეს და გაითავისონ, რომ მოემზადონ ოპოზიციაში გადასასვლელად," - განაცხადა "სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივნის გიგი უგულავას თქმით, ივანიშვილის ქმედებებს ქვეყანა კიდევ უფრო მეტად შეჰყავს კრიზისში, საიდანაც გამოსავალს მას ოპოზიცია სთავაზობს.

"ივანიშვილი ჭირვეულობს და ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეჰყავს, ჩვენ გამოსავალს ვთავაზობთ და ამავე დროს ვაცხადებთ აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ, რომ ეს აქციები გაგრძელდება," - აღნიშნა გიგი უგულავამ. 

ვითარებიდან გამოსავლის ერთადერთი ცივილიზებული გზა იმ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებაა, რომელიც ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის მისაღებია. ამის შესახებ განცხადებას მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი აკეთებს. ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ საუბარია ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც  ODIHR-ს დასკვნისთვის უკვე გადაეგზავნა.

30-მდე პარტიის ლიდერის ხელმოწერილი დოკუმენტით, ოპონენტები ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების ახალ მოდელს სთავაზობენ. აღნიშნული ინიციატივა ე.წ. გერმანულ მოდელზეა დაფუძნებული, რომელიც მაჟორიტარული მანდატების პროპორციულად გადანაწილებას ითვალისწინებს. 

 

დღის ამბები