20 აპრილი 2024,   06:10
ვრცლად
"ისინი ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მარგინალური მეთოდებით ცდილობენ" - მამუკა მდინარაძე "გაბედეს" წევრებზე 

"სააკაშვილს უბრძანებია მდინარაძე შევავიწროვოთო, ბრძანება უმოკლეს დროში შესრულდა. ჩემთან შეხვედრას ითხოვდნენ, როცა ზუსტად იცოდნენ სხდომაზე ვარ. ბევრი საქმე გვაქვს, ისინი კი "კმარას" მეთოდებით გვებრძვიან," -  ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ თავის ოფისში, მოძრაობა "გაბედეს" წევრების პერფორმანსის შეფასებისას განაცხადა.

მოძრაობა "გაბედეს" წევრები მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ვერცხლის მონეტებით მივიდნენ, მათი განმარტებით, ამით მდინარაძისგან სიმბოლურად ქვეყნის გამოსყიდვა სურდათ. ადგილზე მდინარაძის მხარდამჭერებიც იმყოფებოდნენ, მობილიზებული იყო პოლიციაც.

"თურმე მათ სულიერ და  ისედაც ლიდერ სააკაშვილს უბრძანებია მდინარაძე მაგრად გვირტყამს და იქნებ შეავიწროვოთო და ბრძანება შესრულდა უმოკლეს დროში. მივარდნენ, ციფრი 41 ხომ აშინებთ, ტანში ზარავთ 41 გაგონებაზე, ჩემთან შეხვედრას ითხოვდნენ, როცა ზუსტად იცოდნენ სხდომაზე ვარ. ცდილობენ შევიწროვებას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მარგინალური მეთოდებით. სწყინთ ძალიან "კმარას" მეთოდებით მოქმედებთთქო რომ ვეუბნები, ეს არის "კმარას" გაცვეთილი მეთოდები,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები