23 აპრილი 2024,   20:09
ვრცლად
ლონდონში პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი მოკლა - დაჭრილია 5 ადამიანი

ლონდონის ხიდზე პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი მოკლა. უცნობი პირი დანით ხალხს თავს დაესხა.დაჭრილია 5 ადამიანი.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

ადგილზე მისულმა პოლიციამ ლონდონის ხიდი გადაკეტა და დამნაშავის ლიკვიდაცია მოახდინა.

ლონდონის ხიდის ახლოს მეტრო სადგური დაიკეტა და ხიდიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.   

დღის ამბები