20 აპრილი 2024,   00:55
ვრცლად
გამადიდებელი შუშა შუბლის ძარღვის შესამოწმებლად - "შეცვალეს" აქცია-პერფორმანსი გენერალურ პროკურატურასთან

გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალემ" უწყებასთან პროტესტი, გენერალური პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის მისამართით გამოხატა. გოგაძემ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს დესტრუქციული ძალები უწოდა.

"ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ ესეთი ვიგინდარები მოშორდნენ ხელისუფლებას. ადამიანი, რომელიც იწოდება კანონის გამომხატველად არ უნდა უპირისპირდებოდეს ქართულ საზოგადოებას და ქართველ ახალგაზრდებს," - განაცხადა შეცვალეს აქტივისტმა ვანო გომურაშვილმა.

აქტივისტები ადგილზე გამადიდებელი შუშით მივიდნენ და მედიასთან ამ პერფორმანსის არსი ახსნეს:

"მოვიტანეთ გამადიდებელი შუშა რათა შევამოწმოთ მისი შუბლის ძარღვი ექვემდებარება თუ არა რეანიმირებას და ზოგადად აღდგენას," - განაცხადა აქტივისტმა ოთო ათათიამ.

დღის ამბები