23 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
სამტრედიაში 30 წლამდე მამაკაცს ეძებენ - მისი ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს

სამტრედიის სოფელ საჯავახოში ახლგაზრდა მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ. 32 წლის ალექსანდრე ნადირაძის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში მიმდინარეობს, სადაც მისი ტანსაცმელი იპოვეს. ის გუშინ შუადღის შემდეგ არ გამოჩენილა.

ადგილზე მყვინთავებიც მუშაობენ. დღეს საგანგებო შტაბი შეიქმნა, საიდანაც მდინარეზე დაკვირვება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრმ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები