24 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
შეკრება სპორტის სასახლეში - "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერები პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ

პროპორციულ სისტემაზე გადასვლას კატეგორიულად მოითხოვს პარტია "პატრიოტთა ალიანსი." პარტიის წევრები და მხარდამჭერები ამ წუთებში სპორტის სასახლეში არიან შეკრებილნი.

დღევანდელი ღონისძიებით ირმა ინაშვილის გუნდს სურს ხელისუფლებას დაანახოს, რამდენად მასშტაბურია საზოგადოების პროტესტი არჩევნების თემაზე. 

"როდესაც გავმართეთ აქცია ოპერის წინ ჩვენ დაგვითვალეს 1500 კაცი. ვფიქრობ, რომ თუ მათ მათემატიკა ეშლებათ ასე ზეპირად, სკამებს მაინც დაითვლიან და, ზოგადად, ფეხზე მდგომ ხალხს დაითვლიან და მიხვდებიან, რომ გაცილებით მეტი კაცი მოდის ჩვენს აქციებზე.

სანამ ჩვენ არ მივაღწევთ მიზანს, მანამდე ჩვენ პროტესტს არ შევწყვეტთ. ჩვენ გვინდა ხელისუფლებას დავანახოთ, რამდენი ადამიანი აპროტესტებს მათ ტყუილს და მე ისიც მინდა აღვნიშნო, რატომ არ ვდგავართ იქ, სადაც დგას სხვა ოპოზიცია - ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და არა ძალაუფლებისთვის,"- განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ლომიამ.

დღის ამბები