18 აპრილი 2024,   20:36
ვრცლად
"არ გაჩერდე" - ახალი პროექტი რუსთავი2-ზე, სადაც ქართული სიმღერის ტექსტების კარგად ცოდნა გჭირდებათ

"რუსთავი 2"-ის ეთერში მაყურებელი მალე ახალ პროექტს იხილავს. "არ გაჩერდე" ასე ჰქვია მუსიკალურ გადაცემას სადაც მონაწილეთათვის მთავარი კრიტერიუმი არა ვოკალი, არამედ ტექსტის ზედმიწევნით კარგად ცოდნაა.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც უსმენს და კარგად იმახსოვრებს ქართული სიმღერის ტექსტს.

გადაცემა რამდენიმე ეტაპისგან შედგება, სადაც რამდენიმე მონაწილე ერთმანეთს შეეჯიბრება. გამარჯვებულია ის, ვინც უკეთ გაიხსენებს სიმღერის ტექსტს და დააგროვებს ყველაზე მეტ ქულას.

ახალი პროექტი რუსთავი 2-ის ეთერში 6 დეკემბერს გავა. მთავარი პრიზი ფულადი ჯილდოა 1500 ლარის ოდენობით და თასი, რომელიც გადაეცემა ადამიანს, ვინც ყველაზე კარგად იმახსოვრებს ქართული სიმღერის ტექსტებს.

დღის ამბები