25 აპრილი 2024,   01:58
ვრცლად
"ეს კითხვები იმ პროცესებზე რომ დასმულიყო, საქმე აქამდე არ მივიდოდა " - ზაზა სარალიძე

6 თვიანი პაუზის შემდეგ ზაზა სარალიძე პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს. შვილის მკვლელობიდან 2 წლის შემდეგ, მისი მოთხოვნები ფაქტობრივად ისევ უცვლელი რჩება.

შვილმოკლული მამა  მკვლელების და იმ მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვს, რომლებიც მისი ინფორმაციით, დამნაშავეებს მფარველობდნენ.

ამ ეტაპზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე 2 პირია დაკავებული. ერთი მსჯავრდებულია, მეორის სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდება.

როგორც ზაზა სარალიძე აღნიშნავს, ახალი პროკურორებისგან პროცესზე ისეთი კითხვები ისმის,  რაც პირველივე სასამართლოზე უნდა გაჟღერებულიყო.

"მთავარი გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის სასამართლოს და ველოდები რა გადაწყვეტილებას მიიღებს. რა კითხვებიც უნდა დასმულიყო პირველ ეტაპზე ზუსტად ის კითხვები ისმის ახალი პროკურორებისგან, ეს კითხვები იმ პროცესებზე რომ დასმულიყო, ეს საქმე აქამდე არ მივიდოდა და ჭეშმარიტებას ფარდა დროზე ადრე აეხდებოდა,"  - განაცხადა დღეს ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩის საქმეს ახალი მოსამართლე ჰყავს - პროცესს ახლა გიორგი არევაძე უძღვება.

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პროცესის განხილვა ხელახლა დაიწყოს რაც საქმეს გააჭიანურებს.

დღის ამბები