19 აპრილი 2024,   08:18
ვრცლად
შეიარაღებულმა პირმა ლუიზიანაში 10 ადამიანი დაჭრა

ლუიზიანას შტატში ქალაქ ახალ ორლეანში შეიარაღებულმა პირმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა. დაჭრილია 10 ადამიანი, მათგან 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

სროლა ამერიკული ფეხბურთის მატჩის დასრულების შემდეგ ქალაქის ისტორიულ ნაწილში ხალხმრავალ ქუჩაზე მოხდა.

ამერიკული მედიის ცნობით, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა.

დღის ამბები