25 აპრილი 2024,   09:39
ვრცლად
ეწინააღმდეგება თუ არა საქართველოს უზენაეს კანონს ე.წ. გერმანული მოდელი - რა წერია კონსტიტუციაში

ე.წ. გერმანული მოდელი ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად რჩება. ლიდერები ახლა ვენეციის კომისიას, ეუთოს ოდირის ოფისს და სხვა ავტორიტეტულ ორგანიზაციებს ელოდებიან.

ხელისუფლების, ოპოზიციის და ექსპერტების შემდეგ, მთავარ კითხვას პასუხი ახლა უკვე საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გასცეს.

ეწინააღმდეგება თუ არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაეს კანონს ოპოზიციის მოდიფიცრებული ვარიანტი - თემა მას შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა, რაც უმრავლესობამ ოპოზიციას, საკითხის განხილვაზე უარი დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით კიდევ ერთხელ უთხრა.

როგორც კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია ამბობს, ხელისუფლება ქვეყნის უმღალეს კანონს სხვადასხვაგვარად კითხულობს. მისი თქმით, ე.წ. გერმანული საარჩევენო სისტემის მოდიფიცირებული ვარიანტის არაკონსტიტუციურად გამოცხადება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური არგუმენტია.

საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტის თქმით, ოპოზიციის კანონპროექტი მანდატების გადანაწილების სამართლიან პრინციპს ეფუძნება და კონსტიტუციასთან თავსებადია.

ყველა ერთის გარდა ამტკიცებს, რომ ე.წ. გერმანეული მოდელი ანტიკონსტიტუციური არ არის. ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტში კვლავ 73 მაჟორიტარი და 77 სიით არჩეული დეპუტატი შევა, თუმცა იცვლება მანდატების განაწილების წესი პროპორციულ არჩევნებში.

ხმები მექანიკურად აღარ დაჯამდება, პარლამენტში კი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ზუსტად იმ პროპორციით შევლენ, არჩევნებზე რა რაოდენობის მხარდამჭერაც ექნებათ. პოლიტიკური სუბიექტების ხმები 77-ის ნაცვლად 150 მანდატის პროპორციულად გადანაწილდება. სპეციალისტების თქმით, კონტიტუციაში არ არის შეზღუდვა, თუ რომელი ფორმულის მიხედვით უნდა დაითვალოს პროპორციულ არჩევნებში მიღებული ხმები. 

ხელისუფლების არგუმენტი, რომ ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით მომზადებული საარჩევნო კანონპროექტი ანტიკონსტიტუცურია, გაუგებარია პოლიტოლოგების ერთი ნაწილისთვისაც.

მათი მოსაზრებით, ხელისუფლება  ოპოზიციის ვერსიას მხოლოდ იმიტომ ეწინააღმდეგება, რომ ძალაუფლბის დაკარგვის ეშინია. სპეციალისტების მეორე ნაწილი კი ოპოზიციას ურჩევს, მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, ალტერნატიოული ვერსიებიც შესთავაზოს. 

ის, რისთვისაც პარლამენტში მყოფი მმართველი პარტია და ქუჩაში გასული ოპოზიცია ერთი მაგიდის გარშემო შეიკრიბენენ და დღემდე ვერ თანხმდებიან, ხელისუფლების ოპონენტების მიერ მომზადებული ვერსიის კონსტიტუციასთან შესაბამისობაა.

იმის გასარკვევად, არის თუ არა გერმანული საარჩევნო მოდელის მოდიფიცირებულ ვარიანტი კონსტიტუციასთან თავსებადი, ოპოზიციონერი ლიდერები დოკუმენტს ვენეციის კომისიასა და სხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო საზოგადოებას უგზავნიან.

დღის ამბები