09 დეკემბერი 2019,   12:06
ვრცლად
თბილისში მე-20 საიუბილეო კინოფესტივალი ალფრედ ჰიჩკოკის "შანტაჟით" გაიხსნა

თბილისში მე-20 საიუბილეო კინოფესტივალი, ბრიტანული სეზონის ფარგლებში, ალფრედ ჰიჩკოკის "შანტაჟით" გაიხსნა. ჩვენებას მუსიკის ავტორი ნილ ბრენდი დაესწრო.

ერთი კვირის განმავლობაში მაყურებელს როგორც ძველი, ასევე უახლესი ბრიტანული ფილმების ნახვის შესაძლებლობა ექნება. კინოფესტივალის ფარგლებში, ახალბედა რეჟისორების აღმოჩენის მიზნით, 90 წამიანი ფილმების კონკურსიც გაიმართება, გამარჯვებული კი ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება.

კინოფესტივალის გახსნას დედაქალაქის მერი და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი დაესწრნენ.

 

დღის ამბები