18 აპრილი 2024,   22:25
ვრცლად
პარლამენტის პიკეტირების დროს დაკავებულებმა საპატიმროები დატოვეს

18 ნოემბერს დაკავებული პირებიდან საპატიმრო უკვე ყველამ დატოვა. მცხეთის, გორისა და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან გვიან ღამით ის პირებიც გათავისუფლდნენ, რომელთაც ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა ქონდათ მისჯილი - მათ შორის არიან ბექა ბასილაია, ირაკლი ნადირაძე და დიმიტრი ბიძინაშვილი.

გათავისუფლებულ პირებს ციხეებთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები დახვდნენ. 18 ნოემბერს დაკავებული 37 ადამიანიდან სასამართლომ 12 მათგანის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება.

10 დემონსტრანტს 3-დან 13 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, 1-ს - ჯარიმა, ხოლო ერთს კი - სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს.

დღის ამბები