25 აპრილი 2024,   00:37
ვრცლად
თუ ნიკა მელიას მიუსჯიან პატიმრობას, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ივანიშვილის ბედს - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ დღეს ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდება, ხელისუფლება კატასტროფულ შედეგს მიიღებს.

"სამწუხაროდ, ივანიშვილისგან, ამ აგონიაში მყოფი ლიდერისგან, არაფერი არ გამიკვირდება. უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ ამ კატასტროფულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ნიკა მელიას მიუსჯიან პატიმრობას, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ივანიშვილის ბედს მომავალში,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბანკი "ქართუს" გაკოტრებისა და 20 ივნისის აქციის საქმეებზე დღეს სასამართლომ ნიკა მელიას განაჩენი უნდა გამოაცხადოს. 

2 სხვადასხვა პროცესი ერთმანეთის პარალელურად ნახევარსაათიანი შუალედით დაინიშნა.

"ქართუს" გაკოტრების საქმეზე მელიას გამოძიება იმ ეპიზოდს ედავება, როდესაც ნიკა მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი იყო. მას ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ხოლო მეორე საქმეზე, რომელიც 20 ივნისის აქციას ეხება, სასამართლო მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროცესებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები დაესწრებიან.

დღის ამბები