25 აპრილი 2024,   13:46
ვრცლად
"მენინგიტის შემთხვევები ზამთრის სეზონზე იმატებს, თუმცა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას არ ველოდებით" - ინფექციონისტი

თბილისში მენინგიტის ეპიდემიოლოგიური ვითარება მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ "კურიერთან" ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა გია დეისაძემ განაცხადა. დეისაძე 92-ე საჯარო სკოლის იმ მოსწავლის მკურნალი ექიმია, რომელსაც მენინგიტის დიაგნოზი დაუდგინდა. 

მისი თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. 

"მენინგიტის ერთეული შემთხვევები არის, მაგრამ არ არის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რაიმე გართულებას და პრობლემას არ ველოდებით. მკურნალობა შესაძლებელია და ასეთი შემთხვევები ზამთრის სეზონზე იმატებს, ვიდრე ზაფხულის ან გაზაფხულის სეზონზე. ინფექცია გადადის აირწვეთოვანი გზით,"-  განმარტავს გია დეისაძე.

შეგახსენებთ, მენინგიტის  შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დაფიქსირდა. ამის გამო მშობლების ნაწილი შვილების სკოლაში გაშვებისგან თავს იკავებს. სასწავლო პროცესს უკვე რამდენიმე დღეა, მოსწავლეების გარკვეული ნაწილი არ ესწრება. მშობლები დროულ და ეფექტიან რეაგირებას ითხოვენ.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები